ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურასათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, რაც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურასათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, რაც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, სააგენტომ კი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.