ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას ,,ჰანის მარანში” (მის: ბათუმი, ხახულის მეორე შესახვევი N2) კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას  ახდენდა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით.გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.