თამარ ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი და ხომ არ შევიწყალეთ ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის პროცესს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი განცხადებით, პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება, თუმცა საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები მისი მიმდინარეობის ვადებთან დაკავშირებით. „საზოგადოებამ არ იცის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება სარჩელის განხილვას და ა.შ. „ხომ არ შეიწყალეთ ნაცები?“ – ასეთი პრეტენზია იყო სახელისუფლებო გუნდის ამომრჩევლებისგან,“ – განაცხადა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ აღნიშნული დამოკიდებულება უკავშირდება საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. „იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს (საუბარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის პროცესზე), იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე პიროვნებამ დამირეკა და მკითხა, რა ხდება, რატომ არ გრძელდება ეს პროცესიო.
მათ არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება სარჩელის განხილვას და ა.შ. „ხომ არ შეიწყალეთ ნაცები?“ – ასეთი პრეტენზია იყო სახელისუფლებო გუნდის ამომრჩევლებისგან, რადგან ისინი ის გამწარებული, მოაზროვნე ხალხია, რომელთაც იციან, რა უბედურება დამართა ამ პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს და დღესაც არ წყვეტენ მოქმედებას ამ ბოროტული პოლიტიკის განხორციელებაში – ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე შემზარავი იყო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც ციხიდან გააჟღერა – „არანაირი უნგრეთის გზა, ერთადერთი არის მხოლოდ რევოლუცია“. ანუ უარს ამბობენ არჩევნების გზით ცვლილებებზე და მიდიან სისხლზე. 2003 წელს, პირველ არხზე ვმუშაობდი და ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სისხლისღვრაზე იყო წამსვლელი. მისი გუნდიც, უცხოეთიც და დასავლეთიც მზად იყვნენ, რომ საქართველოში სისხლი დაეღვარათ, ოღონდ უკან არ დაეხიათ. ერთადერთი, ვინც დაინდო მაშინ ქართველი ხალხი, იყო ისევ შევარდნაძის მთავრობა.
მე მას არ ვაქებ, უბრალოდ ეს არის რეალობა და ფაქტი – მათ დაინდეს ქართველი ხალხი და არ მიიყვანეს პროცესი სისხლისღვრამდე და დაპირისპირებამდე. სააკაშვილი ყოველთვის წამსვლელი იყო სისხლისღვრაზე. თუკი 2012 წელს მან დათმო ხელისუფლება, ამის მიზეზი იყო პოლიტიკური ცუნამი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მთელი საქართველო ფეხზე დადგა და ამას წინ ვეღარ აღუდგა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ დასავლეთის მოთხოვნა იყო, რომ სააკაშვილს ღიად გაეკეთებინა განცხადება და დაეთმო ხელისუფლება. თუმცა, ის რატომღაც ელოდა, რომ 4 წელიწადში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ის დაბრუნდებოდა. გულით მეცოდება მათი [რადიკალების] ამომრჩეველი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ცრუ მოლოდინები აქვთ. რადიკალები ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. 14 წელია „ოცნებაა“ ხელისუფლებაში და მთელი ეს პერიოდი არჩევნებიდან არჩევნებამდე აანონსებენ, რომ იქნება ვადამდელი . ეს ხალხი რით ვერ დაიღალა, მიკვირს, მაგრამ ფანატიზმს ახასიათებს ასეთი რამ – რომ მუდმივად მიყვები ყველაფერში ლიდერს. ცოდოა ეს ხალხი, არავინ ეუბნება სიმართლეს, რომ ეს შეუძლებელია, რომ რევოლუციური გზით ვერ მოხდება ხელისუფლების ცვლილება,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში