ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „კარდიფი“ დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „კარდიფი“ დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ (კსუ) ჩემპიონთა ლიგის წინასწარი G ჯგუფის მესამე ტურში უელსის ჩემპიონი „კარდიფი“ 7:0 დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
მასპინძელ (ბოსნიის) „ბუბა მარასთან“ წაგებისა (1:4) და ირლანდიის ჩემპიონთან, „ბლუ მეჯიქ დუბლინთან“ მოგების (4:1) შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდა.
კსუ-მ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველი ტაიმი ტყეშელაშვილის დუბლით (14, 19) 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში კი თითო ბურთი წერეთელმა (21), ბექაურმა (23), მანგოშვილმა (28), მაჩიტიძემ (30) და გიორგაიამ (32) გაიტანეს.
საქართველოს ჩემპიონმა სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. „ბუბა მარამ“ „ბლუ მეჯიქ დუბლინს“ სძლია, 9 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.