არქივი16 აგვისტო, 2024, 10:45
სუპერგოლთან ძალიან ახლოს - "გრანადაში" წიტაიშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში "გრანადა" "ალბასეტესთან" შინ, 1:2 დამარცხდა. "გრანადას" რიგებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა.
ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. გიორგი 28-ე წუთზე სუპერგოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.
"გრანადა" ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, სტუმრად, "ფეროლის" წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.