ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლივერპულთან" ძალიან ახლოს - მამარდაშვილის ინგლისურ გრანდში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ესპანური Revelo-ს ცნობით, "ლივერპულმა" "ვალენსიას" ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ეს 35 მილიონი ევროა.
გუშინ ბრიტანული სანდო გამოცემა Metro წერდა, რომ ინგლისელებმა და ესპანელებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს და "მერსისაიდელები" ოფიციალური შეთავაზებით 72 საათში დაბრუნდებოდნენ.
Revelo გვაუწყებს, რომ ახლა საბოლოო სიტყვა "ღამურების" პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა უნდა თქვას, თავად ქართველ მეკარეს "ენფილდზე" გადაბარგება კი ძალიან უნდა.
მოგეხსენებათ, "ლივერპული" 1 სეზონით მამარდაშვილის განათხოვრებას პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში აპირებს, რათა ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღოს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.