პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის“ აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი 571 წელს, მექაში დაიბადა. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს დღესასწაულს და საყოველთაო მშვიდობას მათ უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.