ევროპელი ლიდერები მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენს მოლდოველ მეგობრებსა და ძვირფას მაია სანდუს დამოუკიდებლოს დღეს ვულოცავ. დღეს ჩვენ მოლდოვის დემოკრატიას, მისი ხალხის გაუტეხელ სულსა და მათ თავისუფლების სიყვარულს აღვნიშნავთ. საერთო ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
„თქვენ მსოფლიოს აჩვენებთ, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა: თავისუფლება აირჩიოთ თქვენი გზა და მომავალი. დღეს ევროპის გული ევროკავშირისკენ გზაზე თქვენთან ერთად სცემს“, – წერს კაია კალასი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს მოლდოვა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მოლდოვას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ეწვევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო