ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუმში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონით თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი

სუმში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონით თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი

უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელ კორპუსს Shahed-ის ტიპის დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც, მინიმუმ, 7 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ვოლოდიმირ არტიუხზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ადგილზე სასწრაფო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.
საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.