არქივი2 თებერვალი, 2025, 10:56
პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა - ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. პოლტავას საქალაქო თემში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.