ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუმის ოლქში დრონებით განხორციელებულ შეტევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 წლის ბავშვი

სუმის ოლქში დრონებით განხორციელებულ შეტევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 წლის ბავშვი

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ გლუხოვში რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სუმის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპული ბავშვი 8 წლის ბიჭია.
ამასთან, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი.
თავდასხმა საერთო საცხოვრებლის კორპუსზე განხორციელდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობას Shahed-ის ტიპის ორი დრონით დაარტყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.