ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს

"ნაპოლი" სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას დაემშვიდობება.
იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გუნდის ჩაბარება ანტონიო კონტესთვის სურდა, თუმცა დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
La Repubblica-ს ცნობით, კინოპროდიუსერი "მილანის" მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის გაესაუბრა და შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. მოგეხსენებათ, "როსონერი" პიოლის გათავისუფლების ამბავს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორის, ვალტერ დე მაჯოს ცნობით, დე ლაურენტისმა ერთ-ერთ მწვრთნელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ამის შესახებ გულშემატკივრებს 29 მაისს აცნობებს.
"ნაპოლის" ახალი
მწვრთნელის ვინაობას 29 მაისს გავიგებთ. ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან ახლა სხვა კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს", - განაცხადა დე მაჯომ.
"პარტენოპეის" ქომაგები ვარაუდობენ, რომ ეს სპეციალისტი ან სტეფანო პიოლი (მილანი), ან ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) იქნება, რადგან გადაწყვეტილია, რომ ორივე მწვრთნელი ზაფხულში გათავისუფლდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.