კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს “უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ”

კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს “უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ”
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა დაინიცირა კანონპროექტი, რომელიც მისი თქმით, იცავს კანადას საგარეო ჩარევისგან.
პრესკონფერენციაზე ლებლანმა თქვა, რომ ახალ 103-გვერდიან პროექტში გათვალისწინებული მრავალი ცვლილება მისცემს კანადას „ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს“ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„კანადა არის ძლიერი, ღია და თავისუფალი დემოკრატია, თუმცა, ამ სიძლიერეებმა შეიძლება კანადა სამიზნედ აქციოს მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ინტერესების წინ წაწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კანონმდებლობა ცვლის CSIS აქტს, ინფორმაციის უსაფრთხოების აქტს, კანადის მტკიცებულების აქტს და სისხლის სამართლის კოდექსს, რათა შეიქმნას ახალი დეფინიციები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოურ ჩარევასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“