სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინაზე მასირებულ შეტევას

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, 1 – ხარკოვის და 1 – დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ამ სამ ოლქსა და ასევე, ზაპოროჟიეში დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი, ადმინისტრაცილი შენობა და სამრეწველო ობიექტი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 51 აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“ და „ისკანდერი“ და 8 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 18 რაკეტა და 8-ვე დრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ