ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში

გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის მასაში მოყოლილია 4 სახლი.
შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მეწყრის გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.
შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი. პროცესს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
6 თებერვალს, დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.