ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეთში, მეწყრის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მედიას მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
"დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო", - თქვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით ეძებს 5 დაკარგულს.
გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.