ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკში, ფეშენებელურ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად. რუსეთის სააგენტოების, მათ შორის ტელეგრამის არხ Baza-ს ცნობით დაშავდა 38 ადამიანი.
თვითმხილველების თქმით ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისროლეს ხელყუმბარებიც.
შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს.
რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე.
ინფორმაცია განახლდება

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.