ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმა "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა" - უკრაინის დაზვერვა

მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
"ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა „უკრინფოსთან“ კომენტარში.
მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.
აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ბრიტანელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მოგზაურობისგან. დასავლეთის ამ სახელმწიფოების და რუსეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია უკრაინაში ომის გამო.
· 22 მარტს, მოსკოვის დროით 18 საათზე, „კროკუსის სიტი ჰოლში“ კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა ხუთმა პირმა იმ დროს გახსნა ცეცხლი, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
· არხი 112-ი, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა.
· რუსეთის ტელეარხ "როსია 24"-ის ცნობით დაღუპულია 45 ადამიანი.
· თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კროკუს სისტი ჰოლზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას "სისხლიანი ტერაქტი" უწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.