არქივი27 აგვისტო, 2024, 12:10
სულგუნი TasteAtlas-მა 100 საუკეთესო ყველს შორის დაასახელა
საერთაშორისო კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა 2024 წლის TOP 100 ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად ქართული სულგუნიც მოხვდა.
ქართულმა ყველმა რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა, ხოლო შებოლილი ყველის კატეგორიაში სულგუნი მე-3 ადგილზე აღმოჩნდა.
TasteAtlas-ის ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგი 1378 დასახელების ყველისგან, 36500-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებით შედგა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.