ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი მხატვრული მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა

ქართველი მხატვრული მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა

ქართველი მხატვრული მოცურავეები პერუში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
18 წლის მარი ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამის ფინალურ ეტაპზე 268,9208 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა. წინასწარ შეჯიბრებაში ის 271,0895 ქულით ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
2024 წელს დოჰაში სენიორთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარი ალავიძემ ტექნიკური სოლო პროგრამით მე-8 ადგილი დაიკავა, წელსვე ევროპის ჩემპიონატზე კი ტექნიკური სოლო პროგრამით იგი მეოთხე იყო.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.