ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუბარი: ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო

“სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ამხელდა კორუფციას, ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.
“ჯერ ერთი, ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, რომლებმაც მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე და უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის”, – განაცხადა სუბარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.