სარჯველაძე: უტიფარი და უსუსური მცდელობაა ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება
ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, "უტიფარი და უსუსური მცდელობაა" ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება.
"სრულიად უტიფარი და ამავდროულად, უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. მე მგონია, რომ ეს არის სრული ამორალობა - პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია", - ამბობს სარჯველაძე.
დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.