ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტებმა მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლეს - ისინი სკანდირებენ: „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“

სტუდენტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
სტუდენტების თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც ლექტორმა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.
მათ, ასევე, გააჟღერეს ევროკავშირის ჰიმნი.
მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სტუდენტები საუბრობენ, თუ რატომ არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული.
ახალგაზრდები თავდაპირველად მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით გეგმავდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.