არქივი24 აპრილი, 2024, 18:52
აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ - ისინი სკანდირებენ: “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ - “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.