ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა

სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა

სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა.
სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ათი სტუდენტი რექტორს შეხვდება და მათ მოთხოვნებს მოისმენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, რექტორი დათანხმდა, რომ სტუდენტებმა შეხვედრის მიმდინარეობა, მათი რესურსით პირდაპირ ეთერის საშუალებით აწარმოონ.
სტუდენტებსა და თსუ-ს რექტორთან შეხვედრა 19:00 საათზე იგეგმება.
მანამდე თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სწავლის პროცესის შეჩერდეს და თსუ-ს ცენტრალური შესასვლელი მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.