თსუ-ს სტუდენტები რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას მოითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
სტუდენტებს სურთ, რომ რექტორს საჯარო ფორმატით, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ, რაზეც სტუდენტების თქმით, სამუშია უარს აცხადებს. სტუდენტების თქმით, რექტორი სთავაზობს მათ, რომ პრესსამსახურის თანამშრომლები შეხვედრის ჩანაწერს გადაიღებენ და მას შემდეგ სტუდენტებს ჩანაწერს გადასცემენ.
მანამდე სტუდენტებმა მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი მოითხოვენ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სწავლის პროცესის შეაჩერებას და თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის მომიტენგეებისა და დაშავებულებებისთვის ხელმისაწვდომობას.
გარდა ამისა, ისინი თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ