ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სტრატკომი თქვენი იმიჯის გამოსწორებისთვისაა შექმნილი?”; “გამოსასწორებელი ვის რა აქვს” – დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე

სიტყვიერი დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილეს, გიორგი სიორიძეს შორის კამათი სიორიძის შენიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება
“სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირითადად თქვენს პირად პიარ სამსახურის ფუნქციას ასრულებს და ბარემ ჩაგვეწერა, რომ ის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის გამოსწორებისთვის ან მისი იმიჯის შექმნისთვის არის” – მიმართა სიორიძემ კალანდარიშვილს, რაზეც კალანდარიშვილმა მას უპასუხა – “გამოსასწორებელი ვის რა აქვს”…
“ცესკოს პრესსპიკერს უწევს ხოლმე იმაზე საუბარი ბატონ გიორგის, რომ რაღაც ინციდენტი შეემთხვევა მანქანასთან დაკავშირებით” – აღნიშნა სიორიძემ და თქვა, რომ სტრატკომი ასეთ განცხადებებს, სწორედ ცესკოს თავმჯდომარის დავალებით ავრცელებს და ამით ცესკო-ს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის დისკრედიტაცია ხდება.
კალანდარიშვილმა სიორიძე ცილისწამებაში დაადანაშაულა და მიმართა, რომ მას “ფუნქციები ვერ გაურკვევია”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.