არქივი5 მარტი, 2024, 11:56
გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს, გუნდში კი არავითარი დაპირისპირება არ არის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს, გუნდში კი არავითარი დაპირისპირება არ არის.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს {სამთავრობო ცვლილებებზე}, არავითარი დაპირისპირება არ არის, მინისტრების დანიშვნა და გათავისუფლება პრემიერის პრეროგატივაა. არ მაქვს მოლოდინი, რომ საქმიანობას არ გავაგრძელებ“, - აღნიშნა მინისტრმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.