სტოკჰოლმში ხის სახლებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი უბანი აშენდება

მსოფლიოში ყველაზე დიდი უბანი ხის სახლებით სტოკჰოლმში გამოჩნდება. პირველი შენობები 2026 წლისთვის აშენდება. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
250 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებულია. ათი წლის განმავლობაში გეგმავენ 2 ათასი საცხოვრებელი და 7 ათასი საოფისე ფართის, ასევე რესტორნებისა და მაღაზიების აშენებას.
ბეტონისა და ფოლადის მშენებლობასთან შედარებით, ხის გამოყენება მავნე გამონაბოლქვს 40%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ხე შთანთქავს ნახშირბადს: ეს ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგი, რომელსაც ხეები ატმოსფეროდან იღებენ, რჩება მათში და არ ბრუნდება უკან.
შენობების მზიდი კონსტრუქციები დამზადდება ლამინირებული ხისგან, რომელიც თავისი ბუნებით საკმაოდ ცეცხლგამძლეა. გარდა ამისა, შენობებს ექნებათ რამდენიმე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
იმის გამო, რომ ხის სახლები ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული, მათი საძირკველი შეიძლება ნაკლებად ღრმა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობისთვის ნაკლები ბეტონი იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ეს სამშენებლო ტექნოლოგია დიდ ხმაურს არ გამოიმუშავებს და არ არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?