არქივი6 ნოემბერი, 2024, 12:08
ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება - ტრამპმა არჩევნები მოიგო

აშშ-ის 47-დე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ყველასთვის მოულოდნელად, არჩევნები შტატებში მოკლე დროში დამთავრდა.
,,ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება“- ასე აფასებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს ვესტ პალმ ბიჩიდან მიმართა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის თავის ქვეყანას დაეხმარება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის შტატების 45-ე პრეზიდენტი იყო და ახლა ისტორიული მომენტია, რადგან მეორე ვადით 47-დე პრეზიდენტად აირჩიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.