სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ. სამხედროები, ასევე, დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
გურიის რეგიონში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებიც მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე