მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას
„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა: „ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე