ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტიქია რაჭაში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა

სტიქია რაჭაში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა

სტიქია რაჭაში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია.

ამასთან, სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.