ახმეტასა და თელავში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა

ახმეტასა და თელავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ახმეტაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და საავტომობილო გზები ჩახერგა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს სამუშაოები. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, თელავის მერიის ინფორმაციით, თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი სადენების დაზიანება გამოიწვია.
“ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ