არქივი27 სექტემბერი, 2025, 23:49
სტიქია კახეთში: მდინარე კაბალი ადიდდა, დატბორილია ლაგოდეხის სოფლები - "ხალხი ითხოვს დახმარებას, მოსახლეობას სახლიდან გასვლა უნდა" (ვიდეო)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, მდინარე კაბალი, ადიდების შედეგად ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.