ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაგოდეხში უამინდობამ პრობლემები შექმნა - მდინარე კაბალის ადიდების შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა

ლაგოდეხში უამინდობამ პრობლემები შექმნა - მდინარე კაბალის ადიდების შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვერხვისმინდორსა და კაბალში, სადაც გადაუღებელმა წვიმამ და ნალექმა მდინარე არეშის და კაბალის ადიდება გამოიწვია.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, მდინარე კაბალი, ადიდების შედეგად ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.