არქივი23 დეკემბერი, 2023, 15:26
სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ამ დროის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ყვარლის მერი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და გზის გაწმენდა მიმდინარეობს
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.