სტივ უიტკოფი თელ-ავივში „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა

სტივ უიტკოფი თელ-ავივში „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები მათი ახლობლების გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გუშინ ღაზაში იმყოფებოდა, სადაც რაფაჰში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული ოპერაციის მიმდინარეობა მოინახულა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შემდეგ სტივ უიტკოფი რუსეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება