ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მოლაპარაკებებს დღეს გამართავს - ტარიფების დაწესების მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ

დონალდ ტრამპი - ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მოლაპარაკებებს დღეს გამართავს - ტარიფების დაწესების მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ

სტივ უიტკოფი დღეს რუსეთში მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუს ოფიციალურ პირებს მოსკოვში ოთხშაბათს შეხვდება.
ამასთან, მისი თქმით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
"მე ზუსტი პროცენტი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შედარებით მოკლე დროში. რუსეთთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.