პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ხუთშაბათს მასთან შეხვედრა გვაქვს. შეხვედრას თავად რუსები ითხოვენ და ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან მნიშვნელოვან განცხადებას წარმოადგენს“, - აღნიშნა სტივ უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში.

უიტკოფის ცნობით, მოსკოვში დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად გაემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც დაადასტურა.

„დიახ, მსგავსი კონტაქტები პრეზიდენტის ხვალინდელ დღის წესრიგშია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.