ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება

პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას გამართავს.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან დავოსში გაგრძელდება.

ცნობისთვის, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს დაიწყება და იგი 23 იანვრამდე გაგრძელდება. წელს ფორუმს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირადად დაესწრება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.