დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან – ბევრი რამ გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის დროს, ამიტომ ურთიერთობების აღდგენას დრო და ძალისხმევა დასჭირდება

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის კარგად ესმით, ერთმანეთს ენდობიან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ეტაპობრივად სვლას გეგმავენ“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენის ძლიერი სურვილი აქვთ.
„ძალიან ბევრი რამ იყო, რაც წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენას, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორი პრეზიდენტის ძლიერი სურვილი საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ ამ გზას ყველა გაივლის, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს