ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტივ კინი: ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია - შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ომონიასთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:
"მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით…
დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომელიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.
… თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა", - ციტირებს კინს ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.