ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა

ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა
ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია.
„ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი, მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა, გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით, სწორედ ამის შედეგია, რომ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.