ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტატისტიკა - რა თანხას ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

სტატისტიკა - რა თანხას ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეები 9.3 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, რაც წლიურად 13.5%-ით, ანუ 1.1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ფიზიკური პირების დეპოზიტების 28.5% მოდის.

ეროვნული ბანკის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებს შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას კვლავ რუსეთის მოქალაქეები ინახავენ, რომლის მოცულობაც უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტების 37%-ს, ანუ 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

მეორე პოზიციას 1.03 მილიარდით ისრაელის მოქალაქეები იკავებენ, მესამეზე კი უკრაინის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 565 მილიონი ლარის დანაზოგებით.

უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტების სტატისტიკა ქართულ ბანკებში 2025 წლის მაისის მდგომარეობით

ქვეყანა დანაზოგების მოცულობა ლარებში
რუსეთი 3,486,436,000 ლარი;
ისრაელი 1,036,508,000 ლარი;
უკრაინა 565,368,000 ლარი;
კვიპროსი 376,912,000 ლარი;
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 376,912,000 ლარი;
ბელარუსი 376,912,000 ლარი;
დიდი ბრიტანეთი 376,912,000 ლარი;
აზერბაიჯანი 282,684,000 ლარი;
მალტა 188,456,000 ლარი;
გერმანია 188,456,000 ლარი;
ჩინეთი 94,228,000 ლარი;
სხვა ქვეყნები 2,073,016,000 ლარი.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.