პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტარტაპ "რადიუმის" გუნდს ახალი წევრი შეემატა

სტარტაპ "რადიუმის" გუნდს ახალი წევრი შეემატა

ქართულ სტარტაპ Radium-ს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამედიცინო გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობს, მსოფლიოში გენერატიული AI ის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების სამეულში შემავალი Anthropic ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გურამ ხუნდაძე კონსულტანტის პოზიციაზე შეუერთდა. 

ეს ნაბიჯი Radium-ის გუნდისთვის მნიშვნელოვან გაძლიერებას ნიშნავს და სტარტაპს ახალ შესაძლებლობებს უხსნის სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში.

გურამ ხუნდაძე, რომელიც უკვე სამი წელია რაც დიდი ენობრივი მოდელის claude ს განვითარებაზე მუშაობს,  Radium-ის გუნდს თავის მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნას შესძენს. 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გურამ ხუნდაძის კონსულტანტად მოწვევა Radium-ს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დააჩქაროს განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები შექმნა. მისი ტექნიკური ექსპერტიზა და ინდუსტრიის ღრმა ცოდნა უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Radium-ის სამომავლო წარმატებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.