ზურაბ ჯაფარიძე: ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, 2013-ში თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული …

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ციხეში იმის გამო ზის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, იხსენებს, როგორ განიცდიდა ენმ-ს მიერ ძალაუფლების დაკარგვას ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, თენგიზ შარმანაშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სომხეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა. შარმანაშვილი 2011 წელს ელჩად მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.
„ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013-ში თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა დიპსტეიტისგან იცავს სამშობლოს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო