არქივი2 აპრილი, 2024, 13:55
სტამბოლში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაშავდა
სტამბოლში ღამის კლუბში დილით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.
მერის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს და დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ. დაზიანებულებს შორის 7 მძიმედ დაშავდა.
ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.