ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.