არქივი10 აპრილი, 2025, 13:39
სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს – მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი წარმოადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.